რეზონანსი
22.05.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 29 მაისს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მაკრონის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მაკრონი პეტრე პირველისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. „კომერსანტი" კრემლის მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება,რომ პუტინის 29 მაისის დღის წესრიგი მთლიანად მაკრონის ვიზიტს ეთმობა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტად 2017 წლის 14 მაისს აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×