(რეზონანსი) შსს-მ აუდიტის სამსახურის უფროსს და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. უწყება მომხდარის შესახებ მოპოვებულ ვიდეო მასალას ავრცელებს.
დეტექტივ-გამომძიებელ დავით შაშურაშვილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაშა თორდია ღამის კლუბ „ელ ცენტროში" მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად, რომელმაც გამოთქვა პრეტენზია, თუ რატომ იძიებს აუდიტის სამსახური მის საქმეს.
„ვიდეო მასალაში ჩანს თუ როგორ საუბრობს „ელ ცენტროს" ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. კონფლიქტი ძალიან მალე, დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებთან ერთად მშვიდად ტოვებს კაფის ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება" , - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
ვიდეო ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.