რეზონანსი
22.05.2017

 იმერეთის ვიცეგუბერნატორ სოსო ხახალეიშვილის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, რეგიონში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 600 000 ლარს გადააჭარბა. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზარალის სრულად დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავენ, თუ ცენტრალური ხელისუფლება აანაზღაურებს.

იმერეთის რეგიონში, რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეექმნათ. ძლიერი წვიმის გამო მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. უამინდობის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთი დაიტბორა. ჩაკეტილი იყო ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მონაკვეთი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×