რეზონანსი
21.05.2017

 რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მექსიკის ქალაქ კანკუნში რუსეთის მოქალაქე, ალექსი მაკეევი, მექსიკელებმა რასისტული შეურაცხყოფის გამო სცემეს. მაკეევი მძიმე დაზიანებებით საავამდყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მან ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო და ამჟამადკომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

რუსეთის საკონსულო უკვე დაუკავშირდა იმ საავადმყოფოს, სადაც მაკეევია მოთავსებული, მათი თქმით, ისინი ყველანაირ ხარჯებს გაიღებს რუსეთის მოქალაქის გადასარჩენად.

19 მაისს კანკულის მცხოვრებლები მივიდნენ იმ სახლში, სადაც მაკეევი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მექსიკელი მაკეევმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ამის შემდეგ ხალხი შეიჭრა მის სახლში და რუსეთის მოქალაქეს ჯერ სხვადასხვა საგნები ესროლეს, შემდეგ კი სცემეს.

რუსეთში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მომხდარა და მაშინ მაკეევი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×