რეზონანსი
21.05.2017

 გამოცემა „Il Messaggero"-ს ინფორმაციით, იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სილვიო ბერლუსკონემ, ინტერვიუში რუსეთის შესახებ ისაუბრა.

„რუსეთი - ეს მოწინააღმდეგე კი არა, არამედ საჭირო პარტნიორია, რომელიც დასავლეთის ნაწილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსული პოლიტიკის ყველა ასპექტი უნდა გავიზიაროთ.

უკრაინის ისტორიაში რუსები ბევრ რამეში მართლები არიან, სირიის სტაბილიზაციაში მათ დიდი როლი მიუძღვით, თუმცა ისინი დიდ შეცდომას დაუშვებდნენ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებზე რომ არასათანადო გავლენის მოხდენა ნდომოდათ.

ცივი ომის დასრულების და კომუნიზმის დამხობის შემდეგ, რუსეთი მეგობარი ქვეყანაა და არა გლობალური ანტაგონისტი ", - განაცხადა ბერლუსკონემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×