სააგენტო „Yonhapnews"-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ უცნობი მოდიფიკაციის რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეელი სამხედროების შეფასებით, ეს მოწყობილობა საკონტიტენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა არ იყო.
ტელეკომპანია „NHK"-ის ინფორმაციით, რაკეტა იაპონიის ზღვაში, ეკონომიკური ზონებიდან შორს ჩამოვარდა. ამ ფაქტის გამო სამხრეთ კორეამ და იაპონიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.
ამ ცდამდე ერთი კვირით ადრე ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც ყველა წინა რაკეტაზე მაღალი ხარისხის იყო.
ჩრდილოეთ კორეამ წელს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რის გამოც მისი ურთიერთობა ამერიკასთან გამწვავდა. ბოლო წლებში, ფხენიანმა გაახშირა ბირთვული ცდები და რაკეტების გამოცდა, მიუხედავად გაეროს სანქციებისა და პროტესტისა. გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ორივე ცდა მარცხით დასრულდა.