რეზონანსი
21.05.2017

 „Anadolu"-ს ინფორმაციით, ავტობუსი, სადაც თურქეთის რიგგარეშე კონგრესის წევრები იმყოფებოდნენ ავარიაში მოყვა. რიგგარეშე კონგრესი დღეს თურქეთის დედაქალაქში იმართება და წევრები სწორედ ანკარაში მიემგზვარებოდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. ავტობუსში 39 ადამიანი იმყოფებოდა. მცირე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რიგგარეშე კონგრესი თურქეთის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „სამართლიანობისა და განვითარებისთვის პარტიამ" მოიწვია. კონგრესის მოწვევის მიზანი კი ერდოღანის პარტიის თავმჯდომარედ არჩევაა. თურქეთის პრეზიდენტი ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

რეფეჰ ტაიფ ერდოგანმა პარტია 2014 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. 16 აპრილს, თურქეთის რეფერენდუმზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება ახლა უკვე ქვეყნის პერზიდენტს აძლევს უფლებას, იყოს როგორც ქვეყნის პირველი პირი, ასევე ხელმძღავნელობდეს მმართველ პარტიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×