რეზონანსი
19.05.2017

 (რეზონანსი)

ქართულმა ღვინომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღო. კომპანია „მარანულის" პროდუქტმა, „ოცხანურმა საფერემ", „დეკანტერის" პლატინის ჯილდო მოიპოვა.

კომპანია „მარანულის" დამფუძნებლის თქმით, ეს ერის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი მეღვინეებისთვის, დაახლოებით ისეთივე, როგორიც კინოხელოვანებისთვის „ოსკარის" დაჯილდოვებაა.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, 16 ათასამდე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია გაცემული. თუმცა უმაღლესი, პლატინის ჯილდო სულ 130-ია და აქედან ერთ-ერთი „ოცხანურ საფერეს" ეკუთვნის" , - განაცხადა გიორგი კილაძემ.

ქართული ღვინო „დეკანტერის" კონკურში რამდენიმე წელია მონაწილეობს, თუმცა ეს ქართული პროდუქტის პირველი წარმატებაა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×