რეზონანსი
18.05.2017

 26 მაისს ღონისძიებები თბილისსა და მთელ საქართველოში გაიმართება ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ". ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ვეფხისტყაოსნის" თემატიკით აღნიშნავენ. თბილისში „ვეფხისტყაოსნის" უნიკალური გამოცემების ცნობილი კოლექცია გამოიფინება.

„თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი კუთხეები, მუსიკალურ-თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, ვარდების მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი" , - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×