რეზონანსი
18.05.2017

 პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტრია და მასში ჯერჯერობით სამი დათვი და ოთხი მგელი ბინადრობს.უახლოეს პერიოდში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, ირმებსა და ნიამორებსაც გადმოიყვანენ.

ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორია 5 ჰა-ია, თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ტერიტორიის ფართობი კი 48 ჰექტარია და საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა. ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით და არხებით შემოისაზღვრება, ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან იქნება მიმსგავსებული.

ვოლიერი ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად დედაქალაქის მერმა, გარემოს დაცვის სამინისტოს წარმომადგენლებმა და გერმანიის ელჩმა ოფიციალურად გახსნეს. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×