რეზონანსი
18.05.2017

 კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გერმანელი დიპლომატის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანელი დიპლომატი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს უნდა ჩამოშორდეს.

„ლოგიკური გაგრძელება იქნება ამ ამბის, რომ ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიებში სხვა პირით ჩანაცვლდეს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება, შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან" , - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად იმყოფებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×