ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, პროკურორის ოფისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაზე გადადის. ამის შესახებ სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა, სასტუმრო რედისონში ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე განაცხადეს.
საერთაშორისო პროკურორების ინფორმაციით, საქართველოში ინტენსიური ღონისძიებები კონფიდენციალურად ჩატარდება. როგორც პროკურორის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ზოგიერთ ადგილებში ვერ შედიან, თუმცა ბევრი მოწმე მათთვის ხელმისაწვდომია.
ჰააგის სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც 15 წლის განმავლობაში რამდენიმე დაკავების ორდერი გაიცა და რამდენიმე წელში დააკავეს,რადგან ბრალდებული არაწევრ სახელმწიფოში იმალებოდა. მათი თქმით, არ ასამართლებენ რიგით ჯარისკაცებს, რომლებმაც სახლი გადაწვეს. ასამართლებენ სარდალს, რომელმაც ბრძანება გასცა.