რეზონანსი
16.05.2017

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავა. გიორგი მათიაშვილი ქონების მართვის და სტატისტიკის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მათიაშვილმა მოქალაქეს ქრთამის სახით 35 000 ლარი მოსთხოვა, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო. სანაცვლოდ კი გურჯაანის სოფელ ახაშენში, ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასებას, შემდეგ აუქციონზე გატანას და გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს,რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×