რეზონანსი
15.05.2017

 ზიმბაბვეში ნიანგებმა პასტორი ჯონათან მჰვეტვი შეჭამეს. უბედური შემთხვევა ქვეყნის იმ ნაწილში მოხდა, სადაც მდინარეებში ნიანგების დიდი რაოდენობაა გავრცელებული. ამის შესახებ ინფორმაციას „dailymail"-ი ავრცელებს.

როგორც თვითმხილველი, სასულიერო პირის ერთ-ერთი მოსწავლე ამბობს, ჯონათან მჰვეტვი მდინარეში ისეო ქრისტეს წყალზე სიარულის დემონსტრირებისთვის შევიდა, შემდეგ 30 მეტრი გაცურა და ნაპირზე ამოსვლისას თავს 3 ნიანგი დაესხა.

„მდინარეში შესვლამდე მთელი კვირა ლოცულობდა, ხოლო ნიანგებმა იგი ნახევარ წუთში შეჭამეს", - განუცხადა ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მღვდლის მოსწავლემ.

ცოტა ხნით ადრე, ზიმბაბვეში ნიანგებმა პროფესიონალი მონადირე შეჭამეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×