რეზონანსი
15.05.2017

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის -„NDI"-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 38% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 29% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა", 10% ფიქრობს, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

რესპონდენტთა 4% მიიჩნევს, რომ მათ იდეებს ყველაზე მეტად „პატრიოტთა ალიანსი" იზიარებს, 3% კი ფიქრობს, რომ „ლეიბორისტული პარტია".

გამოკითხულთა 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. სხვა პარტიებს კი საკუთარ შეხედულებებთან ახლოს რესპონდენტთა 8 % მიიჩნევს.

„NDI"-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. კვლევის ძირითადი საკითხები იყო ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, ასევე „გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×