სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცნობით, მას 3-4 პირთან ერთად, ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა.
„ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთდ მირტყამდა" , - განაცხადა თორდიამ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში მის საქმიანობას, ლაშა თორდიამ დაადასტურა, მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს ეხება, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.