რეზონანსი
13.05.2017

 „Reuters"-ის ცნობით, ვენესუელის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ათასობით პენსიონერი შეუერთდა. მომიტინგეები პრეზიდენტ მადუროს გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, უსახსრობის გამო, წამლებისა და აუცილებელი საკვები პროდუქტებს ყიდვის საშუალება არ აქვთ. ვენესუელის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები უკვე თვეზე მეტია გრძელდება. არეულობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.

9 მაისს ვენესუელის გვარდიამ მოხუცთა და მცირეწლოვანთა თავშესაფარს ცრემლსადენი ყუმბარები დაუშინა. დარბეული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სწორედ აღნიშნულ დაწესებულებას შეაფარეს თავი. მაშველებმა შენობიდან კვამლით მოწამლული ბავშვები და ეტლში მოთავსებული ხანდაზმულები გამოიყვანეს.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ვენესუელაში 40 ადამიანი შეეწირა, ხოლო 800-მდე კი დაშავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×