
„BBC"-ის ცნობით, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის რუს ბლოგერს ეკატერინბურგის სასამართლომ სამწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, თუმცა პროკურორი მის დაპატიმრებას ითხოვდა.
22 წლის რუსლან სოკოლოვსკი, სასამართლომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და კომპიუტერული ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებაში დაადანაშაულა.
სასამართლომ მტკიცებულებად ბლოგერის მიერ, 2016 წლის აგვისტოში სოციალურ ქსელში ატვირთული ორი ვიდეო მიიჩნია. ერთ-ერთ მათგანზე, ასახული იყო როგორ თამაშობს სოკოლოვსკი „Pokemon.Go"-ს ეკლესიაში. მეორე ვიდეოში კი, ბლოგერი საუბრობს საზოგადოებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უარყოფით გავლენებზე.
სახლის ჩხრეკისას მის ნივთებში სათვალთვალო კამერა-კალამიც აღმოაჩინეს. .
„მე არავის უფლებები არ დამირღვევია. მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავდი. ვწუხვარ, თუ ამის გამო ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო", განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ ბლოგერმა. სოკოლოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მან შესაძლოა ბლოგერობას თავი დაანებოს და ეკატერინბურგის მერიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სოციალური პროექტებში ჩაერთოს.