
ეკა ბესელია, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კონკრეტულად საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას. ბესელიას განცხადებით, განცხადებები იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება უკავშირდება პერსონალურად გიორგი მარგველაშვილს, მცდარია და პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, მარგველაშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს.
„პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს ძალიან ღიად და აშკარად მცდარად ვითარება ისე, რომ, თითქოს, ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ძალიან აზიანებს პროცესს და არავის არ გვაქვს ჩვენ იმის შინაგანი ილუზია და იმის განცდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს არის რაიმე შიშით ნაკარნახევი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.