რეზონანსი
10.05.2017

 რადიოსადგურ „RNZ"-ის ინფორმაციით, ნაურუ ამიერიდან აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.

აღნიშნულ ინფორმაციას რადიოსადგური დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას აღარ მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×