რეზონანსი
10.05.2017

 დუშეთში, სოფელ ხანდოსხევის მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები კომპანია „ელექტროტრანსის" ტექნიკას მუშაობისა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. საპროტესტო აქციას გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია და სამუშაოები, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით სრულდება, სოფლებს განადგურების საშიშროებას უქმნის, ასევე ნადგურდება ხეები და იმატებს სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×