გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა და უფასო სასადილოების ხელმძღვანელები და მერიის მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.
„სოციალურმა ჯგუფმა მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ ქვეყანაში მასშტაბური კორუფციული სქემა მოქმედებს, რომლის საშუალებითაც, ყოველწლიურად, 8-9 მილიონი ლარი მიდის ჩინოსანთა ჯიბეში. საუბარია საკრებულოს რამდენიმე დეპუტატზე, გამგეობის თანამშრომლებზე და მერიის მაღალჩინოსნებზე", - აცხადებს ვაშაძე.
ვაშაძის თქმით, საქართველოში 39 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოებით, 7030 კი მომლოდინეთა სიაშია. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ სასადილოების მომსახურებით ყოველდღიურად, ამ ადამიანების ნახევარიც კი არ სარგებლობს. მიუხედავად ამისა, გამოყოფილი ბიუჯეტი სრულად არის ათვისებული. საუბარია ყოველდღიურად დაახლოებით 23 600 ლარზე.
მისივე თქმით, მონაცემები წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულია.