რეზონანსი
08.05.2017

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დახურულ ფორმატში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილავენ არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩაბმულობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები არასრულწლოვანი ჩაერთოს აზარტულ თამაშებში. ამავდროულად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით საზოგადოებრივ და ბიზნესის ინტერესს შორის ბალანსი დავიცვათ", - განაცხადა კილაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×