რეზონანსი
07.05.2017

 სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ რადიკ კულიეს შეხვდება.

დათუნაშვილმა ფინალში გასვლამდე რუსს ადლან აკიევს 2:1 მოუგო, მეოთხედფინალში მან ჩეხ პეტრ ნოვაკს 8:0 სძლია. მერვედფინალში კი ბულაგრელ სპორტსმენს დანიელ ტიჰომიროვ ალექსანდროვს 3:2 მოუგო.

ფინალური ორთაბრძოლები 21:00 საათიდან დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი უკვე მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×