რეზონანსი
07.05.2017

 ლაგოდეხში 25 წლის კაცი ცივი იარაღით ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ლაგოდეხიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან იმ დროს მოხდა, როცა ის მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. დაჭრის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×