რეზონანსი
06.05.2017

 მოსწავლეებმა შესაძლოა ფინანსური განათლების ნაწილი სკოლებში მიიღონ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ „ტვ პირველზე", გადაცემა „ანალიტიკის" ეთერში განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ფინანსური განათლების ამაღლება საშუალო სკოლებშივე უნდა დაიწყოს.

„სასწავლო პროგრამებში ვაპირებთ კურიკულუმში ფინანსური განათლების ელემენტების დანერგვას. განათლების სამინისტრო და კომერციული ბანკები ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ" , - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ივნისიდან პროცესში ჩართვის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც ექნებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×