რეზონანსი
06.05.2017

 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება იმ ქვეყნების ფინანსური დახმარება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ .

„ამ კანონით აშშ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა ტრამპმა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა" , - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×