რეზონანსი
06.05.2017

 პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს, უზენაეს სასამართლოში შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა.

„კონსტიტუციაში სასამართლო ხელისუფლების მხრივ, უამრავი ცვლილებაა შეტანილი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლო გადატვირთულია,რადგან მხოლოდ 13 მოსამართლე მუშაობს.ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28 იქნება.

რაჭაში კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. მოქალაქეებს დაგეგმილ ცვლილებებზე მხოლოდ მმართველი გუნდი ესაუბრება, შეხვედრას „ევროპული საქართველო" არ ესწრება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×