საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 24 საათით ადრე ინტერნეტში ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები გავრცელდა. 9 გიგაბიატის მოცულობის ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმ მომხმარებელმა ფაილების ანონიმურად გაცვლის ვერ-სერვის pastebn-ზე ატვირთა, ასობით ათას ელექტრონულ წერილს შეიცავს.
საარჩევნო მარათონის ლიდერის პოლიტიკურმა მოძრაობამ "წინ" უკვე დაადასტურა მათ კომპიუტერულ სისტემაზე მასიური და კოორდონირებული ჰაკერული შეტევის ფაქტი. მათი განცხადებით, მოპარული დოკუმენტები არ შეიცავს რაიმეს, რაც შეიძლება მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში იყოს, თუმცა მასალებში, დეზინფორმაციისა გავრცელებისა და მაკრონის მიმართ უნდობლობის გაღვივების მიზნით, ჩამატებულია გაყალბებული დოკუმენტები.
საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო კომისიამ მედიას, მოპარული ელექტრონული წერილების გამოქვეყნებისას, სიფრთხილისადმი მოუწოდა, რადგან საარჩევნო კამპანია უკვე დასრულებულიაა და მაგავსი ინფრმაციის გავრცელება შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის მიზეზიც კი გახდეს.
აღსანიშნავია, რემ ჯერ კიდევ თებერვალში, მოძრაობის მდივანმა რიშარ ფერარმა განაცხადა, რომ მათი წინასაარჩევნო შტაბი რუსი კიბერდამნაშავეების ჰაკერული შეტევის მუდმივ სამიზნეს წარმოადგენდა და რუსეთი საარჩევნო პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა.