რეზონანსი
05.05.2017

 ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. იოჰანეს ჰანი და გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

„საქართველო შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ევროკავშირი დაგეგმავს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას. მე ასევე შევხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ვისაუბრებთ ქვეყნის განვითარების პროცესზე. საქართველოს მოქალაქეები უკვე იყენებენ უვიზო მიმოსვლას, ვნახოთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია" , - განაცხადა ჰანიმ.

ევროკომისარი უკვე შეხვდა პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს,რომ 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება, რომელიც მსურველებს ევროპული სტანდარტების განათლებას შესთავაზებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×