რეზონანსი
05.05.2017

 ფინანსურმა პოლიციამ „სააფთიაქო ნარკომანიის" ხელშეწყობისთვის, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულება მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდა.

36 აფთიაქის მიერ 2014-დან 2016 წლის ჩათვლით რეცეპტის გარეშე, 14 590 866 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი გაიყიდა. აფთიაქების ხელმძღვანელმა პირებმა 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი უკანონოდ მიიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც 3 - დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×