რეზონანსი
05.05.2017

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დაიხურა.სხდომის დახურვის შუამდგომლობა მთავარმა პროკურატურამ დააყენა.მოსამართლე ბადრი შონიამ სხდომის დახურვის შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები გაითვალისწინა.

სხდომის დახურვის მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი, საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომელშიც პროკურატურის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განცხადებით, სხდომის ღიაობის შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდება, რაც მისი თქმით, მათი თავისუფლების ხელყოფაა.

„ციანიდის საქმეზე" დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები, დღევანდელ სხდომაზე დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მკვლელობის მომზადების ნაწილში საქმის შეწყვეტას მოითხოვდენ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, ბრალდებული დეკანოზი დღევანდელი სასამართლო სხდომის საჯაროობას მოითხოვდა.

„დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხდომა იყოს საჯარო, თუნდაც იმიტომ, რომ სასამართლომ საზოგადოებასთან ჩააბაროს საკუთარი ტესტი და საზოგადოებამ მხარეებისგან არ მიიღოს ინფორმაცია" , - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×