რეზონანსი
05.05.2017

 კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დაიწყო. ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს.სახალხო განხილვისას, უმრავლესობის, ოპოზიციისა და არსამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტებული კომისია მოქალაქეებს ინფორმაციას ყველა დადგეგმილი ცვლილების შესახებ მიაწვდის.

ქუთაისის მცხოვრებლების გარდა აქ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც მოდიან. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა შინაარსის შეკითხვების დასმას გეგმავენ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა პარლამენტის მდებარეობის საკითხია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვაში პრეზიდენტიც ჩაერთვება. უმრავლესობის წევრებთან ერთად კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საკუთარ პოზიციას ხალხს „ევროპული საქართველოც" გააცნობს.

საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება და 15 მაისს თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა პარლამენტში განახლდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×