რეზონანსი
04.05.2017

 სააგენტო „Reuters"-ის ინფორმაციით, ირანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა.30 დაშავებული უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, გოლესტანის რეგიონში მოხდა.მაღარო ქალაქ აზადშახრის მახლობლად მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, დაღუპული მაღაროელები გვირაბში იმყოფებოდნენ და აფეთქების შემდეგ მიწის ქვეშ მოყვნენ. ისინი 1300 მეტრის სიღრმეზე მუშაობდნენ. აფეთქების შესახებ ინფორმაცია „tehrantimes"-მა გაავრცელა.

აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ჯგუფებმა ჯერჯერობით მხოლოდ მაღარომდე მისასვლელი გვირაბის 600-მეტრიანი მონაკვეთი გაწმინდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×