რეზონანსი
04.05.2017

 აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ასევე ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერა ეკრძალებათ.ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ოფიციალურ ვებგვერდზე, „intelligence.house.gov"-ზე წერს.

წარმომადგენელთა პალატამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში რუსეთის გავლენისა და აგრესიის შესამცირებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

„Deutsche Welle"-ის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას ითვალისწინებს.

გერმანული გამოცემა წარმომადგენელთა პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თანხების გამოყოფა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი სახელმწიფოებისთვის და რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნითაც არის გათვალისწინებული.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×