სააგენტო „РИА" -ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩაფრინდა და მასსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა სოჭში უკვე დაიწყო.
ვლადიმერ პუტინმა მერკელს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის.
„დიდი მადლობა, რომ საჭიროდ მიიჩინეთ რუსეთში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ თქვენს ვიზიტს იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ორმხრივ ურთიერთობებსა და პრობლემურ საკითხებზე. მხედველობაში მაქვს უკრაინა, სირია და შესაძლოა სხვა რეგიონებიც", - უთხრა პუტინმა მერკელს დახვედრისას.
გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ის იმედოვნებს რუსეთის პრეზიდენტთან, ორმხრივ ურთიერთობების გარდა, განიხილოს ლიბიის საკითხიც.
ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები.