რეზონანსი
01.05.2017

 ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატია. ქართველი პრიმაბალერინა ლენტით - „ამომავალი მზისა და ოქროს სხივები" - მორთული ორდენით დაჯილდოვდა.

ანანიაშვილი იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობის და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

იაპონიის იმპერატორის ჯილდო 1875 წელს დაწესდა. ამ ორდენის კავალერი 2011 წელს 86 წლის მაია პლისეცკაია გახდა.

იაპონიის მეთაურის ჯილდო 2 სახისააა. „ამომავალი მზის ორდენი" და „წმინდა საგანძურის ორდენი". არაიაპონელი „ამომავალი მზის ორდენით" ჯილდოვდება.

ნინო ანანიაშვილს ჯილდოს ოფიციალურად 6 თვის შემდეგ გადასცემენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×