რეზონანსი
01.05.2017

 ნავთლუღის ბაზრობის გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.ისინი გარევაჭრობის უფლების 6 თვით გაგრძელებას ითხოვენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კარვების გაშლით და შიმშილობით იმუქრებიან. მათი დახლები მერიას ჯერ არ აუღია.

დედაქალაქის მთავრობის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობისთვის ადგილებს დაუთმობს.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს, მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×