რეზონანსი
30.04.2017

 რუსთავში მეჩვიდმეტე მიკრორაიონში ბუნებრივი აირისა და წყლის მილები ერთმანეთში აერიათ და შეცდომით შეაერთეს. მოქალაქე გაზის, წყლის გამაცხელებელს ამონტაჟებდა, პროცესში შეცდომა დაუშვა და გაზის მილები წყლისას მიუერთა.

შემთხვევის შედეგად რამოდენიმე მრიცხველში წყალი შევიდა. სადარბაზოს კი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სპეციალური ტექნიკური ბრიგადა იმყოფება. მიმდინარეობს დაზიანებული მრიცხველების ჩამოხსნა და გაშრობა.

რუსთავში ბუნებრივი აირისა და წყლის მილების შეცდომით მიერთების ფაქტი ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×