რეზონანსი
30.04.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის მერის იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან პროტოკოლის ხელმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოში იტალიის საელჩო, ასევე საქართველოს საელჩო იტალიაში.

„მოხდება ფაქტის შესწავლა. იტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პროტოკოლის ხელმოწერა იტალიის ქალაქ ბარში შედგა.

ამ პროტოკოლით, მხარეები თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების გამყარებაზე, ასევე თანამშრომლობაზე კულტურისა და მეცნიერების სფეროში, ვაჭრობის, ტურიზმის, ბიზნესისა და წარმოების განვითარებაზე შეთანხმდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×