რეზონანსი
30.04.2017

 ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა მორიგი ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი „CBS" ავრცელებს.

დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ მუშაობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინზე ზეწოლა, ტრამპმა განაცხადა:

„მათ ესმის, რომ ჩვენ ბირთვული გამოცდის ჩატარებით კმაყოფილი არ ვართ".

დონალდ ტრამპთან ინტერვიუ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდიდან ერთი დღის შემდეგ ჩაიწერა. იგი შაბათს, 29 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის დასავლეთით გამოსცადეს. წინასწარი მონაცემებით, ეს საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იყო. მისი გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×