რეზონანსი
30.04.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამტრედიაში შვილმა მამას ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

უწყების განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული პ.კ. ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას - 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა პ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×