რეზონანსი
30.04.2017

 „Reuters" - ის ინფორმაციით, თურქეთში, 29 აპრილს, ქვეყნის შეიარაღებული ძალებიდან და სამთავრობო უწყებებიდან 3900 ადამიანი გაათავისუფლეს. საჯარო მოხელეები მას შემდეგ დაითხოვეს, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდაზე საკონსტიტუციო რეფერენდუმი გაიმართა.

პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნული პირების გათავისუფლების მიზეზი ტერორისტულ ორგანიზაციებთან და იმ პირებთან საეჭვო კავშირია, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

27 აპრილს, თურქეთში, გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი ასობით პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე, ქვეყნის 72 პროვინციაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ.

2 აპრილს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 113 000 ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, უშუალოდ გიულენთან კავშირის ბრალდებით 47 000 ათასი ეჭვმიტანილია დაპატიმრებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×