რეზონანსი
29.04.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დედაქალაქში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა. მაშველებმა, რომლებიც მტკვრის ტერიტორიას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს.

თბილისის სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ქალი გ.ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე სუიციდის მცდელობის მიზეზი უცვლელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×