„Hurriyet" - ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტ-ენციკლოპედია „ვიკიპედიაზე" წვდომა დაბლოკა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი უცნობი პირების მიერ „ვიკიპედიის" გატეხვა, შემდგომში კი ერდოღანის დიქტატორად მოხსენებაა, დაუდგენელმა მომხმარებელმა, საიტის ინგლისურენოვან ვერსიაში ერდოღანის შესახებ ატვირთული ინფორმაცია შეცვალა.
„თურქეთის ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკურ-იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან „wikipedia.org"-თან მიმართებაში ადმინისტრატიული ზომები გამოიყენება", - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
თურქეთში 5651-ე კანონი წარმოადგენს „ინტერნეტ-მაუწყებლობისა და ინტერნეტ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" კანონს. კანონს არაერთხელ აკრიტიკებდა თურქეთის ოპოზიცია, ვინაიდან, მათი აზრით, ის არა მარტო არღვევს სიტყვის თავისუფლებას, არამედ სერიოზულადაც ზღუდავს მოქალაქეების ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.