რეზონანსი
29.04.2017

 ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარზე კონტროლი საოკუპაციო ძალებმა აიღეს. უკვე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გაიხსნა ახალი საგუშაგოც.

300 მეტრით გადმოწეულ ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების - ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მცხოვრებლები, არველოდი ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ამბობენ, რომ ამ ნაკვეთებს წლების განმავლობაში ამუშავებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა და ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები.

„ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე" , - აცხადებენ სუს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×