რეზონანსი
28.04.2017

 სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში შვილმა მამა მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული პ.კ. უკვე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას 53 წლის მამას ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალი ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობაში ედება. იგი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×