რეზონანსი
28.04.2017

 „NASA"-ს კოსმოსურმა აპარატმა პლანეტა სატურნის უნიკალური ფოტოები გადაიღო. „კასინიმ" პლანეტასა და მის რგოლს შორის იფრინა, რის შემდეგაც დედამიწაზე ფოტომასალა გამოგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

აპარატი „კასინი" პლანეტაზე 1997 წელს გაიგზავნა და მას მხოლოდ 2004 წელს მიაღწია. პირველად 20 წლიანი მისიის განმავლობაში, ზონდმა სატურნის ორბიტაზე ურთულესი მანევრი შეასრულა და პლანეტის რგოლებს შორის შეაღწია.

აპარატმა სატურნის ატმოსფეროს ზედა შრე და ღრუბლების კადრები გადაიღო. მათი საშუალებით მეცნიერები შეძლებენ გამოიკვლიონ,როგორ ვრცელდება სინათლე მტვრის ნაწილაკებზე, რომლისგანაც პლანეტის რგოლები შედგება.

„NASA"-ში აცხადებენ, რომ „კასინი" ანალოგიურ მანევრს კიდევ 21-ჯერ შეასრულებს. ექსპერიმენტის ფარგლებში, პლანეტა სატურნის გრავიტაციული და მაგნიტური ველის შესწავლა მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×