რეზონანსი
28.04.2017

 ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი.

საგამოძიებო სამსახურმა ძვირფასი ქვა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულს სასჯელის სახით, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×