რეზონანსი
28.04.2017

 საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. უჩა ნანუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს იმ რეკომენდაციებს გააცნობს, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიამ არ გაიზიარა.

ომბუდსმენი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს უკვე შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ნილს მუჟნიეკს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.

უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, შრომის ინსპექციის საჭიროებასა და ანტიდისკრიმინაციული კანონის დახვეწის საკითხებზე.

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა კომისართან მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობაც მიმოიხილა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×